1. პროცესის ნებისმიერ სტადიაზე
სასამართლოს შეუძლია განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხოს საჩივარი, თუ გარემოებათა ძალით ის დაასკვნის, რომ:
ა. მომჩივანს აღარ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს თავის საჩივარს;
ბ. დავა გადაწყდა;
ც. სასამართლოს მიერ დადგენილი რაიმე სხვა მიზეზით საჩივრის შემდგომი შესწავლა აღარ არის გამართლებული, თუმცა სასამართლო მაინც განაგრძობს საჩივრის შესწავლას, თუ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა დაცულობა ამას მოითხოვს.
2. სასამართლოს შეუძლია, აღადგინოს საჩივარი განსახილველ საქმეთა ნუსხაში, თუ გარემოებათა ძალით ამას გამართლებულად მიიჩნევ