1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი);
დ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის საექსპერტო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სამეცნიერო-კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან ამორიცხვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. მონაცემთა ბაზიდან ექსპერტის ამორიცხვა ხორციელდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში;
გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის გარდაცვალების შემთხვევაში.
4. განმეორებით არასწორი დასკვნის გაცემა გამოიწვევს ექსპერტის უფლებამოსილების შეჩერება