1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, მწვანე ნარგავების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობისა განსაზღვრისათვის.

2. აღრიცხვის უწყისს ადგენს უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

3. უფლებამოსილი ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.

4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ.
თავი VII
დამზადებული  მწვანე ნარგავების (ხე-ტყის) მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წე