1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის
2. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ან/და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.
4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდეგ.