1. ხის მოვლის ღონისძიებების გეგმის შესადგენად, წინასწარი შესწავლა ნიშნავს ისეთი ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი.
2. გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
ა) ხის სპეციფიური მონაცემების გათვლა-გაანგარიშებას;
ბ) ხის დაზიანებული ნაწილების (ფუღურო, გამხმარი ტოტები, სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებით მიყენებული ზიანი. მაგ: სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი) ადგილების აღრიცხვას;
გ) სატრანსპორტო მიმოსვლისაგან ხის საარსებო გარემოს დაცვის ღონისძიებებს;
დ) ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მოვლის ღონისძიებების განსაზღვრას;
ე) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება;
ვ) შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემებით საჭირო გაანგარიშების წარმოება.
ზ) მონიტორინგის ჩატარების და პერიოდულობის განსაზღვრას.
შეგროვებული მონაცემების დოკუმენტალურად გაფორმება წარმოებს შესაბამის სააღრიცხვო რეესტრში (კატალოგში).
3. მოვლის საჭიროება
ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურ ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობას. გასხვლა-ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია ადრეულ ეტაპზე და დროულად განხორციელდე