1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების მოჭრა   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის გარეშე.

3.  მესაკუთრე  ვალდებულია    შეატყობინოს  შესაბამის  სამსახურს  მის  საკუთრებაში  არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის  ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევებ