1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული,ძირნაყარი,ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მწვანე ნარგავები/ხე-მცენარეები საშეშე/სამასალე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს, მუნიციპალურ იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ტერიტორიაზე (ან სხვა მითითებულ ტერიტორიაზე) ა(ა)იპ-ის ანდა ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
5. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში“ განთავსებული ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე/სამასალე მერქნად გამოყენებას, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“, გამგეობის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.
6. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ –
მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ –
მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვა