1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავები-საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის    საკუთრებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის,  ტრანსპორტისა  და  კეთილმოწყობის  სამსახურის  მიერ  შეიძლება  დასაწყობდეს საამისოდ  სპეციალურად  გამოყოფილ ადგილას.

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის  სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად არსებული მერქნული რესურსი (საშეშე ან/და სამასალე მერქანი)  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს,   ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას;  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებულ    იურიდიულ  პირს;   აგრეთვე,  საქველმოქმედო  მიზნით   გადასცეს  საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციას ან სხვა   არასამეწარმეო მიზნების მქონე იურიდიულ   პირს.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს, სოციალურად დაუცველ პირთათვის მერქნული რესურსის გადაცემის    საფუძველს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის    ბრძანებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი  წესით.

7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) ტრანსპორტირებას საამისოდ  სპეციალურად  გამოყოფილ ტერიტორიამდე.
თავი III
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოე