1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია არსებული მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა ან ამოღება და ახალი ან/და იმავე სახეობის (ჯიშის) მცენარეების დარგვა.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი
ქუჩა/უბანი/ადმინისტრაციული ერთეული -----------------------------------------------------------------------
ჭრის სახე -------------------------------------------------------------
მერქნიანი სახეობა ---------- ------------------------------------------------------------------------------------
მოსაჭრელი ან ამოსაღები ხის/ხეების ან/და უბნის ნომერი -----------------------------------------------
უბანში მოსაჭრელი ხეების ან მოსაჭრელ უბანში მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ----------------
აღრიცხვის უწყისის შემდგენი: -------------------------------------------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი ---------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ---------------------------------