1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი   მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების  უზრუნველყოფისათვის;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან    რეაბილიტაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან    აცილებისათვის;

დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

ე)   ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების    ლიკვიდაციისას.

ვ) ტროტუარების მოწყობის, ტროტუარების მიმდებარე ტერიტორიის  განაშენიანების,  გზისპირის მოწესრიგების, უკვე არსებული მცენარეების ახალი ჯიშებით შეცვლის  მათი  გაშენების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების  უზრუნველსაყოფად  მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა   განხორციელება.

2. სპეციალური ჭრა ხორციელდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. (სპეციალური ჭრის სამუშაოებს ასრულებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და სპეციალური ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს   სხვა   პირმაც).

3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან/და გადაცემა ხდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ამ წესის მე-17 მუხლის   შესაბამისა