1. ამ წესის მიზნებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები შესაძლებელია დაიყოს და დაინომროს უბნებად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   მერის    ბრძანებით.

2. მოსაჭრელი ხეების ერთეულად ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება.

3. მონიშნვა ხდება მკვეთრი ფერის საღებავით. მოსაჭრელ ხეებს  მიენიჭება  (საღებავით  ხეზე  დაიტანება) რიგითი ნომერი.

4.  კონკრეტულ  უბანში  მოსაჭრელი   ხეები    ინიშნება    ამ   წესის   მე-13   მუხლის  პირველი   პუნქტის  „დ“  და „ე“   ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. ამოსაღები, ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით  დადგენილი წესი