1.
ამ წესის მიზნებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაჭრელი ხეები უნდა დაიყოს და დაინომროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ.

2.
მოსაჭრელი ხეების მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.

3.
მონიშნვა ხდება მკვეთრი ფერის საღებავით. მოსაჭრელ ხეებს მიენიჭება (საღებავით ხეზე დაიტანება) რიგითი ნომერი.

4.
ამოსაღები, ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესი