1.
ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ (შემდეგ, „მომსახურების ცენტრი“) განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
2.
„მომსახურების ცენტრის“ მიერ უნდა მომზადდეს მოსაჭრელ ხესთან/ხეებთან დაკავშირებით დასკვნა
;
3.
დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) შედის თუ არა მოსაჭრელი ხე/ხეები მომსახურების ცენტრის მიერ მონიშნულ მოსაჭრელი ხეების სიაში ან ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, საშეშე);
გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე;
ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;
ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ