1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ანხორციელებს ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

2. ამ წესით გათვალისწინებული ჭრა შეიძლება განახორციელოს სხვა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების ან/და ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

3. დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;

ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე);

გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);

დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის - ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.

ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;

ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.

თავი IIIკერძო  საკუთრებაში  არსებულ  ტერიტორიაზე  მწვანე  ნარგავების  მოვ