1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის.

2. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  ან/და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.

4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდეგ.
თავი V
ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირებ