1. ხის ვარჯის ფორმირებისათვის ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება ხის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მას იყოს ძლიერი, ჯანსაღი და დაცული სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებისაგან (მაგ.: სატრანსპორტო საშუალებები და სხვა). საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა ჩატარდეს, რომ ტოტების შეჭრის ადგილები მაქსიმალურად მცირე იყოს. ვინაიდან აცილებულ იქნეს გასხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენა (როგორიცაა სოკოვანი დაავადებები და სხვა).
2. წვრილი და სუსტი ტოტების შეჭრა ხდება ხელის ხერხით ან/და ტოტების საჭრელი მაკრატლით. ხერხით ხის ტოტების დამოკლება ძირითადად სამ ეტაპად ხორციელდება.
ა) 1-ლი ეტაპი: ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ქვედა მხრიდან, ტოტის სისქის დაახლოებით ¼ სიღრმეზე;
ბ) მე-2 ეტაპი – ხის ტოტის შეჭრა ხდება ზედა მხრიდან 3-5 სმ - ის დაცილებით;
გ) მე-3 ეტაპი: – ღონისძიება ტარდება ხის ტოტის შეერთების ადგილის, რგოლის გასწვრივ. ხის ტოტების გასხვლის სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომელიც გასასხლავი ტოტის დიამეტრს სამჯერ უნდა აღემატებოდეს. მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. აღნიშნული გულისხმობს ღონისძიების ჩატარებას იმ სახეობებში, რომელთა რაოდენობაც თანდათანობით მცირდება, მაგალითად: წაბლი (Castanea), არყი (Betula), ალვის (Populus) და ტირიფის (Salix) ხეები. აღნიშნული ღონისძიება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრით თავიდან იქნება აცილებული ხის დაზიანება (მაგ.: ხის გადატეხვა, გასკდომა და სხვა). აღნიშნული ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ ტოტის ხის ღერძთან შეერთების ან/და დასაცავი ადგილი შენარჩუნებული იყოს, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება- აღდგენა (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას დაფარავს). იმ შემთხვევაში, თუ ტოტის მოჭრის შემდეგ ნახაზზე მითითებულ ადგილას არ იქნება დატოვებული პატარა ნარჩენი, მაშინ ჭრილობის სამკურნალო საშუალებებზე შეიძლება უარი ითქვა