ა) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია ხის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა.

ბ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება.

გ) დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას.

დ) ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს.

ე) ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს.

ვ) ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას.

ზ) ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ;

თ) ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.

დანართი №5

ნახაზი: 1

ნახაზი: 2

დანართი №6

ნახაზი: 3

ნახაზი: 4

დანართი №7

ქუჩის პირობებში უსაფრთხოებისა და სინათლის ადგილის პროფილი

ნახაზი: 5

ნახაზი: 6

ნახაზი: 7

დანართი №8

დანართი № 9

გამოყენებული ცნებები

იზოლირების თვისება

დაზიანების ანდა ლპობის შედეგად წარმოქმნილი ადგილის, ჯანმრთელი ქსოვილისაგან იზოლირების თვისება.

წვრილი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 1- დან   3 სმ -მდეა.

სუსტი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 3- დან 5 სმ -მდეა.

უხეში ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 5- დან 10 სმ -მდეა.

ძლიერი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 10 სმ -ზე მეტია.

შეერთების ადგილი

ხის ღეროსა და ტოტის შეერთების შესქელებული ადგილი.

ხის კონტროლი

ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებზე და მის სიცოცხლისუნარიანობაზე

ხის მოვლა

ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ხორციელდება ხის სიცოცხლისუნარიანობის, უსაფრთხოების და განვითარების რეგულირების მიზნით

განშტოება

ტოტის ორ ან რამდენიმე ნაწილად განვითარება

ხის ვარჯი

ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით.

მეორადი ვარჯი

ჭრის შედეგად ვარჯის შიდა ნაწილში განვითარებული ვარჯი

კალუსი

მცენარის დაზიანებისას წარმოქმნილი არადიფერენცირებული (ტოტიპოტენტური) უჯრედების მასა

კამბიუმი

მერქანსა და ლაფანს შორის არსებული არადიფერენცირებული ქსოვილი, რომელიც შედგება გაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედებისაგან. კამბიუმი დასაბამს აძლევს მეორად ქსოვილებს, რის შედეგადაც ადგილი აქვს მცენარეების ღერძული ორგანოების ზრდას სისქეში.

საკომპენსაციო ზრდა

ხის თვისება, რომელც უზრუნველყოფს ხის ქსოვილში არსებული სუსტი ადგილების სწრაფ ზრდას

ვარჯის დასაწყისი

ვარჯის ქვედა ტოტები

ვარჯის ფართობი

ვარჯის გარეგანი ფართობი, ანუ საქარიალქნე ფართობი

ვარჯის სიმაღლე

მანძილი ვარჯის ძირიდან წვერომდე

ვარჯის ბირთვი (გული)

ვარჯის ტოტების შიდა არე, რომელიც სუსტი, ძლიერი და უხეში ტოტებისგან შედგება.

ვარჯის ქოლგის ფართობი

მიწის ის ფართობი, რომელსაც ხის ვარჯი ფარავს.

ვარჯის ნაწილობრივი შემოკლება

ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება სატრანსპორტო  მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის ანდა ხის გარშემო მიდამოს უსაფრთხოების დაცვის გამო, როცა ვარჯი ნაწილობრივად მოკლდება.

ხის ფორმირებითი სხვლა

მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება, ზრდის ხასიათის შეცვლა, მ.შ. ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა

გადაბელვა

ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება

ვარჯის გამოხშირვა ტოტებში  სინათლის შუქის შესვლისათვის

გვირგვინის გამოხშირვა, გათხელება ჯანმრთელი, უმეტესად წვრილი და სუსტი ტოტების მოჭრითაც ისე, რომ ხის აღნაგობა არ შეიცვალოს

ღერძული ტოტი

ცენტრალური ტოტი

ძლიერი განშტოება

ხის ღეროდან  განშტოებული ძლიერი ტოტები, რომლებიც ხის ვარჯს ქმნიან

ვერტიკალურად ზრდადი ტოტი

ვერტიკალურად ზრდადი ტოტი, რომელიც უმეტესად ჰორიზონტალურად ზრდადი ტოტიდან ან გადაბელვის შედეგად შექმნილი ადგილიდან ვითარდება.

ხის ღერო

ადგილი ხის ძირიდან ვარჯის დასაწყისამდე

ხის ღეროს სათავე

ადგილი, საიდანაც ხის ტოტები (ან ძლიერი განშტოება) იწყება.

უსაფრთხო ხე

ხის მდგომარეობა როცა      იგი  საფრთხეს არ წარმოქმნის

ხის სიცოცხლისუნარიანობა

ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მის გარემოზე და გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, გამოიხატება შემდეგში:

·         ზრდა, ვარჯის სტრუქტურა და ფოთლები;

·         გარემოსთან შეთავსების უნარი;

·         ავადმყოფობების წინააღმდეგ იმუნიტეტი;

·         აღდგენის უნარიანობა.

ფესვი

ხის მიწისქვეშა ნაწილი. მისი ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომლის მთავარი დანიშნულებაა მიამაგროს მცენარე სუბსტრატზე და იქიდან შეიწოვოს წყალი და მასში გახსნილი არაორგანული ნივთიერებანი.

წვრილი ფესვი

0.1- დან 0.5 სმ -მდე ფესვი

სუსტი ფესვი

0.5 დან 2 სმ -მდე ფესვი

უხეში ფესვი

2 დან 5 სმ -მდე ფესვი

ძლიერი ფესვი

5 სმ და მეტ