1.
ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას.
2.
ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:
ა)
მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;
ბ)
დეკორატიულობის დაკარგვისას;
გ)
პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.
3.
ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:
ა)
ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;
ბ)
იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;
გ)
სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე, 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა) სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;
დ)
ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება. 3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.
4.
ყველა სახის სხვლა–ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:
ა)
ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;
ბ)
რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი.თავი IV
ხის ვარჯის ჭრის ტექნოლოგ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
თავი II — მოსამზადებელი სამუშაოები
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაცემა და დამოწმება
- მუხლი 33. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი
- მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ხეების შეფასება
- მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
- მუხლი 6. ხის სანიტარიული სხვლა
- მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
- მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 13. ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად
- მუხლი 14. განსაკუთრებული ღონისძიების სახეა გადაბელვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-7-2/