1. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას.
2. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:
ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;
ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;
გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.
3. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:
ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;
ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;
გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე, 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;
დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება. 3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.
4. ყველა სახის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;
ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტ