1. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას.

2. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:

ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;

ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;

გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.

3. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:

ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;

ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები და ა.შ). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;

გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე, 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;

დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება. 3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.

4. ყველა სახის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;

ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტ