1. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია:

ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;

ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).

2. ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:

ა) სწრაფმოზარდ სახეობებში – ყოველწლიურად;

ბ) ნელამოზარდ სახეობებში – ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრა.

3. ფოთლოვანი სახეობების ფორმირებითი სხვლისას აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა არ არის სავალდებულო.

4. ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვები