1.მწვანე ნარგავის ფორმირებითი სხვლის მიზანია:
ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;
ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).
2.მწვანე ნარგავის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:
ა) სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად;
ბ) ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება;
გ) ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს;
დ) ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, მწვანე ნარგავი, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვები