1.მწვანე ნარგავის სანიტარული სხვლის მიზანია:

ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;

ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა);

გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.

2. მწვანე ნარგავის სანიტარული სხვლა რეკომენდებულია:

ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი;

ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატიურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯე