1. ქალაქის პირობებში, მწვანე ნარგავის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც მწვანე ნარგავს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი.

2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.

3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.

4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება მწვანე ნარგავის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით მწვანე ნარგავის ტოტის სისქის  1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება მწვანე ნარგავის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება მწვანე ნარგავის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი 1, ნახაზი 1).

5.მწვანე ნარგავების სხვლისას  უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350. ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსი