1.მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება.
2. წინასწარი შეფასება მწვანე ნარგავის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.
3. მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:
ა) მწვანე ნარგავის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიური მონაცემების გაანგარიშება;
ბ) მწვანე ნარგავის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;
გ) მწვანე ნარგავის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის ღონისძიებათა სახეების დადგენა;
დ) მწვანე ნარგავის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.
4. მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:
ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3–ზე მეტით;
ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;
გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;
დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ–დაავადებები