1. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია მწვანე ნარგავის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა.

2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მწვანე ნარგავის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება.

3. დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას.

4. ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს.

5. ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს.

6. ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას.

7. ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატიურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ;

8. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდებ