1. ხის სანიტარიული სხვლის მიზანია:

ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;

ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა);

გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.

2. ხის სანიტარიული სხვლა რეკომენდებულია:

ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი;

ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯე