1. ხეების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის უნდა განხორციელდეს ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება.

2. წინასწარი შეფასება ხის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.

3. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:

ა) ხის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიკური მონაცემების გაანგარიშება;

ბ) ხის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;

გ) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის, ღონისძიებათა სახეების  დადგენა;

დ) ხის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.

4. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3-ზე მეტით;

ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;

გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;

დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ-დაავადებები