1.
ხეების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, უნდა განხორციელდეს ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება.
2.
წინასწარი შეფასება ხის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.
3.
ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:
ა)
ხის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიური მონაცემების გაანგარიშება;
ბ)
ხის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;
გ)
ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის ღონისძიებათა სახეების დადგენა;
დ)
ხის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.
4.
ხის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:
ა)
ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3–ზე მეტით;
ბ)
გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;
გ)
ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;
დ)
ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ–დაავადებები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 2. ხეების შეფასება
თავი II — მოსამზადებელი სამუშაოები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
- მუხლი 29. დოკუმენტების ფორმა
- მუხლი 30. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებანი
- მუხლი 32. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაცემა და დამოწმება
- მუხლი 33. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი
- მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
- მუხლი 6. ხის სანიტარიული სხვლა
- მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
- მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
- მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-2-3/