1.
ქალაქის პირობებში, ხის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც ხეს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი.
2.
თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.
3.
ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.
4.
ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება ხის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით ხის ტოტის სისქით 1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი №5, ნახაზი 1).
5.
ხეების სხვლისას უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350. ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსით
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
თავი II — მოსამზადებელი სამუშაოები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი
- მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ხეების შეფასება
- მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
- მუხლი 6. ხის სანიტარიული სხვლა
- მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
- მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 13. ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად
- მუხლი 14. განსაკუთრებული ღონისძიების სახეა გადაბელვა
- მუხლი 15. ხის ვარჯის ფორმირება საგზაო მოძრაობის შეფერხებისას
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-8-2/