1.
აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ახალგაზრდა ასაკიდანვე იწყება. ასეთი ჭრები უნდა შესრულდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, თანდათანობით. ჭრები რამდენიმე წლის მანძილზე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს. ამ ჭრების შედეგად ხეებს, რომლებიც დარგულია გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, თავიანთი ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი უნდა შეუნარჩუნდეს. დიდი ხნოვანების ხეებს უნდა ჩაუტარდეთ შედარებით ინტენსიური ჭრა, სუსტი და უხეში ტოტების მოცილებით. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული.
2.
სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი №7, ნახაზი 5)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
თავი II — მოსამზადებელი სამუშაოები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 48. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 48. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 47. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 47. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ხეების შეფასება
- მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
- მუხლი 6. ხის სანიტარიული სხვლა
- მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
- მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
- მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
- მუხლი 13. ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად
- მუხლი 14. განსაკუთრებული ღონისძიების სახეა გადაბელვა
- მუხლი 15. ხის ვარჯის ფორმირება საგზაო მოძრაობის შეფერხებისას
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-10-2/