1. აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ახალგაზრდა ასაკიდანვე იწყება. ასეთი ჭრები უნდა შესრულდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, თანდათანობით. ჭრები რამდენიმე წლის მანძილზე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს. ამ ჭრების შედეგად ხეებს, რომლებიც დარგულია გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, თავიანთი ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი უნდა შეუნარჩუნდეს. დიდი ხნოვანების ხეებს უნდა ჩაუტარდეთ შედარებით ინტენსიური ჭრა, სუსტი და უხეში ტოტების მოცილებით. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული.

2. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი 3, ნახაზი 5