1.
ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია:
ა)
მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;
ბ)
ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).
2.
ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:
ა)
სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად;
ბ)
ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება;
გ)
ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ-ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს;
დ)
ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
თავი II — მოსამზადებელი სამუშაოები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. დოკუმენტების ფორმა
- მუხლი 30. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებანი
- მუხლი 32. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაცემა და დამოწმება
- მუხლი 33. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი
- მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ხეების შეფასება
- მუხლი 6. ხის სანიტარიული სხვლა
- მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
- მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
- მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-5-2/