1. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია:
ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;
ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები, გაზგაყვანილობის მილსადენები და სხვა).
2. ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:
ა) სწრაფმოზარდ სახეობებში – ყოველწლიურად;
ბ) ნელამოზარდ სახეობებში – ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრა;
3. ფოთლოვანი სახეობების ფორმირებითი სხვლისას აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა არ არის სავალდებულო, რამდენადაც ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს.
4. ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. რეკომენდებულია,გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვები