დოკუმენტი (დანართი №3) გაიცემა დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით.
ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე;
ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს);
გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში;
დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან;
ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზ