1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით ან მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე გამგეობის მიერ.
3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილი ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტობრივ გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
4. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვ