მუხლი 39. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა
თავი III — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისა დაცვის, მოვლისა და აღდგენის განხორციელება
1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება მართვის ორგანოს მიერ.
2. მართვის ორგანო უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 39, №11, 21.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5787409/muxli-39/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია