1. დაპროექტებას ექვემდებარება:
ა) კულტურების გაშენება;
ბ) სანერგეების მოწყობა;
გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;
დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;
ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ.) და მიზანს;
ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;
გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;
ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
ვ) მოვლის ღონისძიებებს;
ზ) კარტოგრაფიულ მასალას.
3. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.
4. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელებ