1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის ორგანოს უფლება აქვს,მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია აღნიშნულ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმ