1. ქალაქის პირობებში, ხის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც ხეს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი.
2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.
3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.
4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება ხის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით ხის ტოტის სისქის 1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ-ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი №2, ნახაზი 1).
5. ხეების სხვლისას უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–135 გრადუსზე. ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსი