1. ტოტის დამოკლებისას, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომლის სისქეც დასამოკლებელი ტოტის ჭრის ადგილის სისქის 1/3 მაინც უნდა იყოს (დანართი 2, ნახაზი 2.).
2. შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი ტოტების მოჭრა, კერძოდ იმ ხეებისთვის, რომლებსაც ვარჯის სიმეჩხერისკენ აქვთ ტენდენცია (მაგალითად, როგორიცაა: წაბლი, არყის ხე, ალვის ხე და ტირიფები). ეს ღონისძიება დასაშვებია, თუ უხეში ან ძლიერი ტოტების ჭრა ხის დაზიანების (როგორიცაა გადატყდომა, გაბზარვა) თავიდან ასაცილებლად ხდება.
3. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ტოტის შეერთების ადგილი – რგოლი ან/და დასაცავი ზონა/ადგილი შენარჩუნდეს, აგრეთვე შესაძლებელი იყოს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ფარავს); ტოტის მოჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს ნარჩენი.
4. ჭრის განხორციელება, ძლიერი ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 3.).
5. ჭრის განხორციელება, უხეში ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 4.