1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების გასაშენებლად, სახეობრივი ასორტიმენტის შერჩევა უნდა მოხდეს, მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ დამტკიცებული, გასაშენებლად მიზანშეწონილი სახეობების მიხედვით.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.

3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.

4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.

5. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.

6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების ან/და მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნი