1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს მართვის ორგანო.

3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს მართვის ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, მართვის ორგანოსთან  დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.

5. აღდგენას ექვემდებარება:

ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;

ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;

გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.1-0.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას;

დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქცია