1. ჭრის განხორციელებისას ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ.
2. მოსაჭრელი ხეების მონიშვნას ახორციელებს მართვის ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. მოსაჭრელი ხეების მონიშვნამდე მართვის ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების დათვალიერების ოქმი წარმოებს ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.
5. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1.5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
7. ძირნაყარი ხის მონიშვნა არ ხორციელდება. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
8. დათვალიერების ოქმი ინახება მართვის ორგანოშ