1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ.
2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:
ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;
ბ) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;
გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან ნარგავებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა;
ე) ხანძარსაშიში ტერიტორიიდაან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.
3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მერქნული ნარჩენებისგან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და სანიტარიული ჭრებით.
5. ნახანძრალ ტერიტორიაზე მერქნიანი ხე-მცენარეების მოჭრა დაიშვება სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ან/და აღდგენის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.
7. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურ