1. მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების დათვალიერების და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს მართვის ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზ