1. ტერიტორიის გათიბვა მოიცავს ბალახის გათიბვას, გათიბული ბალახის შეგროვებას, ავტოტრანსპორტზე დატვირთვას და გატანას (გათიბვისთანავე), ტერიტორიის გაფოცხვას, დასუფთავებას, საჭიროებისამებრ სარეველებისგან და თვითამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას და გატანას (ფოცხით ან შესაბამისი მანქანა-მექანიზმებით).
2. ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს სანაგვე ურნების დაცლა-გასუფთავებას და საბაღე ფურნიტურის გაწმენდა-დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გატანას, არსებული ტროტუარის გასწვრივ (წარბები) გზის გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან, ტერიტორიაზე არსებული გზა-ბილიკებისა და მოედნების მორეცხვა-მორწყვას, ტერიტორიაზე არსებული მონუმენტების გაწმენდა-გარეცხვას, დეკორატიული კედლების გაწმენდა-გარეცხვას, დეკორატიული კედლის დაზიანებული ზედაპირის აღდგენას, ქოთნების ზედაპირის გაწმენდა-გარეცხვას, სათბურისა და სათავსოს დასუფთავებას, დაცვის ოთახისა და სველი წერტილების დალაგება-დასუფთავება