1. ჭრის განხორციელებისას ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ.
2. მოსაჭრელი ხეების მონიშვნას ახორციელებს მართვის ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. მოსაჭრელი ხეების მონიშვნამდე მართვის ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
5. ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
6. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
7. დათვალიერების ოქმი და ხე-მცენარეების აღრიცხვის უწყისი ინახება მართის ორგანოშ