1. გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა მავნებელი დაავადებებისაგან ხორციელდება მათი მოწყობისთანავე და გრძელდება ექსპლოატაციის მთელ მანძილზე.
2. მავნებელ დაავადებათა განვითარების პროგნოზირებისათვის, სავეგეტაციო პერიოდში დაკვირვება და კვლევა ხორციელდება 3-5 ჯერ.
3. მწვანე ნარგავების კვლევას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მართვის ორგანო (ორგანოები) ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, მართვის ორგანოს (ორგანოების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს სანიტარიულ- პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები.
5. მწვანე ნარგავების მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ დაცვის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები.
6. აგროტექნიკური ღონისძიებები გამოიყენება მწვანე ნარგავების გაჯანსაღების მიზნით.
7. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური და ქიმიური ღონისძიებებისას, შესაბამისად, გამოიყენება ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატები.
8. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებების განხორციელებისას, გამოიყენება მავნებლებთან ფიზიკური ბრძოლის მეთოდები (დაბუდებების დარბევა, საჭერების გამოყენება და სხვა