მუხლი 19. მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის განხორციელების საფუძვლები
თავი III — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის განხორციელება
1. მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების დათვალიერების და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს მართვის ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული
ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №52, 05.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016431 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4341755/muxli-19/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია